ანრი ოხანაშვილი – ეკა ბესელია გასულია მომსახურების ზონიდან

12:36, 20.03.2019

ეკა ბესელია გასულია მომსახურების ზონიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ყველა ჯგუფს პოლიტიკური ინტერესის გამო არ სურს ამ კანონპროექტის მიღება. აღიარებენ, მაგრამ უჭირთ ხმამაღლა თქმა, რომ ეს კანონპროექტი სრულ თანხვედრაშია კონსტიტუციასთან. მათ ამოძრავებთ პოლიტიკური მოტივაცია, საკითხი გადაიყვანონ პოლიტიკურ ჭრილში და ამ შეკითხვაზე პასუხი მარტივია. ყველა ეს ჯგუფი პოლიტიზებულია. ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ ბევრი ე.წ. ექსპერტი. მათ ამოძრავებთ პოლიტიკური მოტივაცია, როგორღაც აღმოჩნდნენ ხელისუფლებაში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კითხვაზე, რას იტყვის ეკა ბესელიას მწვავე განცხადებებზე, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ეკა ბესელიას კაბინეტი ჰგონია ოთახი.

„ეკა ბესელია გასულია მომსახურების ზონიდან. ეკა ბესელიას კაბინეტი ჰგონია ოთახი. აქ ვამთავრებ მასზე პასუხების გაცემას“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი