„ეითიფის“ (ATP) ფეისბუქის ოფიციალურმა გვერდმა ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ვიდეო მიუძღვნა.
მსოფლიოს მე-20 ჩოგანმა საკუთარ წინსვლაზე ისაუბრა.
„ფიზიკურად იდეალურად მომზადებული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ახლა ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. თუმცა ეს ყველაფერი არაა – მთავარი მაინც მენტალური ნაწილია. 2018-ში ორი მნიშვნელოვანი ტურნირი მოვიგე, მაგრამ მგონია, რომ ყველაფერი წინ არის. რადგან ახლა მცირე წარმატებას მივაღწიე, წინ უფრო მეტი მელის. დიდი სურვილი და მოტივაცია მაქვს, რომ უფრო მაღალ დონეზე ვიასპარეზო“, – ამბობს ბასილაშვილი ინტერვიუში.