ეინდჰოვენი, ტალინი, ბრიუსელი, კოპენჰაგენი, ბარი, ბაზელი – ახალი მიმართულებები ქუთაისის აეროპორტიდან

14:47, 01.02.2019

პირველი აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტიდან რეისები ექვსი ახალი მიმართულებით დაიწყება.

განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებისას გააკეთა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ ცნობილი ხდება ქალაქები, სადაც აგვისტოდან პირდაპირი ფრენები დაიწყება. ესენია: ეინდჰოვენი (ჰოლანდია), ტალინი (ესტონეთი), ბრიუსელი (ბელგია), კოპენჰაგენი (დანია), ბარი (იტალია) და ბაზელი (შვეიცარია).

საქართველოდან ესტონეთში, დანიასა და შვეიცარიაში პირდაპირი ავიამიმოსვლა აქამდე არ ხორციელდებოდა.

მსგავსი