ქუთაისის აეროპორტს ევროპის მიმართულებით აგვისტოდან ექვსი ახალი რეისი დაემატება
ქუთაისის აეროპორტს ევროპის მიმართულებით აგვისტოდან ექვსი ახალი რეისი დაემატება

ავიაკომპანია „ვიზეარი“ (Wizzair) ქუთაისიდან ახალ მიმართულებებს ამატებს. პირველი აგვისტოდან რეისები ექვსი ახალი მიმართულებით დაიწყება.

განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებისას გააკეთა. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია რა მიმართულებებით დაიწყება რეისების განხორციელება.

ბახტაძის განცხადებით, რეისების დამატება ეკონომიკის სამინისტროს დამსახურებაა და ეს ქვეყანაში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ნიშნავს.

ვიზეარი“​ ქუთაისიდან ფრენებს ამ დროისთვის 21 მიმართულებით ასრულებს, მათ შორის ლონდონში, პარიზში, რომში, მილანში, ბერლინსა და ბარსელონაში. 2018 წლის მონაცემებით, ავიაკომპანია საქართველოს ბაზრის ლიდერი იყო – 587 179 გადაყვანილი მგზავრით. საქართველოში „ვიზეარი“​ 2012 წელს შემოვიდა.