ეგზიტპოლის თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი იკავებს, მეორე ადგილზეა მაკრონის პარტია, ხოლო მესამეზე ლე პენის პოლიტიკური გაერთიანება
ეგზიტპოლის თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი იკავებს, მეორე ადგილზეა მაკრონის პარტია, ხოლო მესამეზე ლე პენის პოლიტიკური გაერთიანება

წინასწარი ეგზიტპოლის შედეგებით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი იკავებს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ მეორე ადგილზე ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიაა, ხოლო მესამე ადგილზე მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“.

ცნობილია ისიც, რომ საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა.

საფრანგეთის დროით 20:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, პატარა ქალაქებში ხმის მიცემა უფრო ადრე, 18:00 საათზე შეწყდა.

არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 67 პროცენტი შეადგინა.