ეგზიტპოლის მიხედვით, პოლონეთში ევროპარლამენტის არჩევნებში დონალდ ტუსკის „სამოქალაქო კოალიცია“ იმარჯვებს
ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, რომელიც კენჭისყრის დასრულების შემდეგ, 21:00 საათზე გამოქვეყნდა, პოლონეთში ევროპარლამენტის არჩევნებში დონალდ ტუსკის პოლიტიკური გაერთიანება იმარჯვებს.
ტუსკის „სამოქალაქო კოალიციამ“ (KO) ხმათა 38,2 პროცენტი მიიღო და ასწრებს მთავარ ოპოზიციურ პარტიას, „კანონსა და სამართლიანობას“ (PiS), რომელმაც ხმათა 33,9 პროცენტი მოიპოვა.
მცირე ულტრამემარჯვენე კონფედერაციის პარტიამ ხმათა 11,9 პროცენტი დააგროვა.
„ჩვენ დღეს ვაჩვენეთ, რომ ჩვენ ვართ ევროპის იმედი, რომ ჩვენ შევძლებთ ვიბრძოლოთ პოლონეთის ინტერესებისთვის ევროპაში, ისე, როგორც სხვა არავინ“, – განუცხადა ტუსკმა მხარდამჭერებს.