ეგვიპტის პრეზიდენტი – მივმართავ ისრაელელ ხალხს, მოდით, გავხადოთ ეს ისტორიული მომენტი ცხოვრების ახალ დასაწყისად, ერთად მივხედოთ უკეთეს მომავალს ჩვენი შვილებისთვის

23:33, 13.10.2025

ეგვიპტის პრეზიდენტი მოუწოდებს ისრაელელ ხალხს, აქციონ ეს ისტორიული მომენტი რეგიონში ახალი თავის დასაწყისად. ამის შესახებ აბდელ ფათაჰ ალ სისიმ შარმ ელ-შეიხში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

„ამ შესაძლებლობით სარგებლობისას მე მივმართავ ისრაელელ ხალხს: მოდით, გავხადოთ ეს ისტორიული მომენტი ცხოვრების ახალ დასაწყისად, რომელსაც მართავს სამართლიანობა და მშვიდობიანი თანაცხოვრება. მოდით, ერთად მივხედოთ უკეთეს მომავალს ჩვენი შვილებისთვის“, – განაცხადა სისიმ.

ეგვიპტის პრეზიდენტმა ასევე მიმართა მის გვერდით მყოფ ამერიკელ კოლეგას.

„ბატონო პრეზიდენტო, მოდით, ღაზის ომი იყოს ბოლო ომი ახლო აღმოსავლეთში“, – თქვა სისიმ.

მსგავსი