ეგვიპტის პრეზიდენტი - ეგვიპტეს ლიბიაში ინტერვენციის ლეგიტიმური უფლება აქვს
ეგვიპტის პრეზიდენტი - ეგვიპტეს ლიბიაში ინტერვენციის ლეგიტიმური უფლება აქვს

ეგვიპტეს ლიბიაში ინტერვენციის ლეგიტიმური უფლება აქვს, – ამის შესახებ ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფატა ალ-სისიმ განაცხადა. ეგვიპტის პრეზიდენტმა ქვეყნის არმიას უბრძანა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად იყოს ქვეყნის გარეთ ნებისმიერი მისიის შესასრულებლად.

ალ-სისიმ აღნიშნა, რომ ეგვიპტის მხრიდან ყოველგვარ უშუალო ჩარევას ახლა საერთაშორისო ლეგიტიმაცია აქვს, რადგან უცხო ქვეყნებისგან მხარდაჭერილი ტერორისტი მებრძოლებისგან და დაქირავებულებისგან მომდინარე პირდაპირი საფრთხის გამო, ქვეყნას თავდაცვის უფლება აქვს.

ეგვიპტის პრეზიდენტის განცხადებას ლიბიის არმიაში გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ ალ-სისის განცხადებები ლიბიის შიდა საქმეებში ჩარევას და ქვეყნისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს.

ეგვიპტის ხელისუფლება ლიბიის კონფლიქტში, რუსეთთან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ერთად, ამბოხებულ გენერალს, ხალიფა ჰაფთარს ემხრობა, რომელსაც ტრიპოლის აღება და გაერო-სგან მხარდაჭერილი მთავრობის განდევნა სურს.