ეგვიპტემ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება საჰაერო გზით ჩაუშვა [ვიდეო]
ეგვიპტემ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება საჰაერო გზით ჩაუშვა. ამის შესახებ ვიდეომასალას ეგვიტპის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„რამადანის დღესასწაულის დაწყებასთან დაკავშირებით, ეგვიპტე აძლიერებს ღაზის სექტორში ტონობით დახმარების ჩაშვებას“, – აცხადებენ სამინისტროში.
ეგვიპტე ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყნიდან, რომელიც საჰაერო გზით აგზავნის დახმარებას ღაზის სექტორში.
გაერო-ს მონაცემებით, გაუარესებული ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე, ღაზის მოსახლეობის თითქმის მეოთხედი შიმშილის ზღვარზეა.