განახლდა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი აფრიკაში. მორიგ ტურში ეგვიპტის ნაკრებმა 3:0 გაანადგურა ჯიბუტის ნაკრები და მორიგი ფინალისტი გახდა.
ამ მომენტისთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოპოვებული აქვს 19 ქვეყანას:
მასპინძელი – კანადა, მექსიკა, აშშ
სამხრეთ ამერიკა – არგენტინა, ბრაზილია, ეკვადორი, ურუგვაი, კოლუმბია, პარაგვაი
აზია – ირანი, უზბეკეთი, სამხრეთ კორეა, იორდანია, ავსტრალია
აფრიკა – მაროკო, ტუნისი, ეგვიპტე
ოკეანეთი – ახალი ზელანდია