ეგვიპტე და მაროკო 2024 წლის ოლიმპიადაზე გავიდნენ - 16 მონაწილედან რვა არის ცნობილი #1TVSPORT
დასრულდა 23-წლამდელ ფეხბურთელთა აფრიკის თასის ნახევარფინალური ეტაპი. წყვილებში გამარჯვებულებმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
პირველ ნახევარფინალში ეგვიპტემ 1:0 მოუგო გვინეას. ამის შემდეგ მაროკომ პენალტების სერიაში დაამარცხა მალი (2:2, პენალტებით 4:3).
ასე რომ, ამ მომენტისთვის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის 16 მონაწილიდან ცნობილია რვა: საფრანგეთი, ისრაელი, ესპანეთი, უკრაინა, აშშ, დომინიკის რესპუბლიკა, ეგვიპტე და მაროკო.