ეგოიანმა საგოლე გადაცემა შეასრულა – „ვიტესმა“ ერთ-ერთი ლიდერი დაამარცხა #1TVSPORT

23:21, 30.11.2024

გაბრიელ სიგუას „ბაზელმა“, რომელიც შვეიცარიის სუპერლიგის ლიდერია, „ლოზანას“ უმასპინძლა და ქულები დაკარგა – 1:1.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი  განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. 16 ტურის შემდეგ „ბაზელი“ 29 ქულით პირველ ადგილზეა.

უკრაინის პრემიერლიგაში შოთა ნონიკაშვილის „ჩერკასმა“ გიორგი კუციას „ვერესი“ მიიღო და 1:2 დამარცხდა. ნონიკაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო კუცია მოედანზე დამატებულ წუთებზე (90+5) შევიდა.

გიორგი მაისურაძის ჟიტომირის „პოლესიე“ გასვლაზე „კრივბასთან“ 1:3 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მცველი განაცხადში იყო და არ უთამაშია.

ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდების I დივიზიონში საგოლე გადაცემა შეასრულა და „ვიტესს“ ერთ-ერთი ლიდერის, „ჰელმონდს“ დამარცხებაში (2:1) დაეხმარა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს. ეგოიანმა მიმდინარე სეზონში პირველი საგოლე პასი შეასრულა, მის ანგარიშზე ორი გოლია.

მსგავსი