ეფექტური გამარჯვება ტეროცუიოშისთან - ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე დადებითი ბალანსი გაიფორმა [ვიდეო] #1TVSPORT

ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოს სუპერტურნირის დასრულებამდე 4 დღით ადრე კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) გაიფორმა.

მე-11 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი, რომელიც მარტის ბაშოზე მე-15 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, მე-11 მაეგაშირა ტეროცუიოშის დაუპირისპირდა და ხანგრძლივ ბრძოლაში, საბოლოო ჯამში, მარტივად დაამარცხა.

ბრძოლა დაახლოებით 30 წამი გაგრძელდა, შეჯახების შემდეგ რამდენიმე წამში ორივე მებრძოლმა მოახერხა მავაშიში ხელების ჩავლება. ბოლოს კი ტოჩინოშინმა მეტოქე ჰაერში აიტაცა, დოჰიოდან ეფექტურად გადაიყვანა და ცურიდაშით მოიგო.

გორგაძეს 8 მოგება და 3 წაგება დაუგროვდა. შესაბამისად, დადებითი ბალანსი ნაადრევად დააფიქსირა. ხვალ მისი მეტოქე მე-9 მაეგაშირა ტობიზარუ იქნება.