„ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი - სუბიექტები, რომლებმაც პარტიის დატოვების შესახებ განაცხადეს, პარტიის არა წევრები, არამედ მხარდამჭერები იყვნენ
„ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი - სუბიექტები, რომლებმაც პარტიის დატოვების შესახებ განაცხადეს, პარტიის არა წევრები, არამედ მხარდამჭერები იყვნენ

„ევროპული საქართველოს“ გურჯაანის ორგანიზაციის წევრების მიერ პარტიის დატოვების ფაქტს „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი გოჩა სიბაშვილი გამოეხმაურა.

მისი განმარტებით, სუბიექტები, რომლებმაც პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთეს, პარტიის არა წევრები, არამედ მხარდამჭერები იყვნენ.

„საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ეს ადამიანები დროებით იყვნენ დასაქმებული პოზიციის შესაბამის ანაზღაურებაზე. ხელისუფლება გადასულია ამომრჩევლების ზეწოლის რეჟიმზე და მათ შორის ჩვენი პარტიის აქტივზე. მე ვფიქრობ,ამ ადამიანებმა ვერ გაუძლეს ცდუნებას, არ ვიცი რას დაპირდნენ, შეიძლება სამსახურებსაც და ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენი პარტია „ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს გაერთიანებული ოპოზიცის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს”- განაცხადა გოჩა სიბაშვილმა.

პარტია „ევროპული საქართველოს“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაცია დღეს 10-მდე  წევრმა დატოვა. მათი განცხადებით,  გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურა მათთვის მიუღებელია