კახეთში „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარტიის დატოვების შესახებ განაცხადეს
კახეთში „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარტიის დატოვების შესახებ განაცხადეს

პარტია „ევროპული საქართველოს“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაცია დღეს 10-მდე  წევრმა დატოვა, ისინი არჩევნების პერიოდში კოორდინატორებად და აგიტატორებად მუშაობდნენ.

მათი განმარტებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხდეს მხარდაჭერა.

„ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრების განცხადებით, გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურა მათთვის მიუღებელია და მეორე ტურამდე აქტიურ მუშაობას „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გააგრძელებენ.