თურქულმა „ფენერბახჩემ“ დააანონსა ბოსნიელი ფორვარდის, ედინ ჯეკოს გაფორმება.
37 წლის ფეხბურთელი, რომელმაც არ გააგრძელა კონტრაქტი მილანის „ინტერთან“, 23 ივნისს ჩავიდა სტამბულში სამედიცინო შემოწმების გასავლელად და „ფენერბახჩესთან“ კონტრაქტის გასაფორმებლად.
2022-23 წლების სეზონში ჯეკომ 52 მატჩი ჩაატარა „ინტერში“ ყველა ტურნირზე, 14 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.