ედგარს რინკევიჩსი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს
ედგარს რინკევიჩსი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

ლატვია ქართველის ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს.

„მოვითხოვ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომელსაც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ „საზღვრის უკანონო კვეთისთვის“ პატიმრობა მიუსაჯა. ლატვია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ამ განაჩენს უკანონოდ მიიჩნევს“ ,- აცხადებს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს დღეს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.