ედერ მილიტაო ცხრა თვეს გამოტოვებს #1TVSPORT
ედერ მილიტაო ცხრა თვეს გამოტოვებს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მცველი ედერ მილიტაო თითქმის მთელ სეზონს გამოტოვებს მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო.

როგორც ესპანური გაზეთი As-ი წერს, ბრაზილიელი ფეხბურთელის აღდგენას, მინიმუმ, ცხრა თვე დასჭირდება.

გამოცემა The Athletic-ის ჟურნალისტი გილერმო რაი იტყობინება, რომ ყველაზე ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, მილიტაო მინდორზე ექვსი თვის შემდეგ დაბრუნდება. ეს აღდგენის მინიმალური ვადაა. მაგრამ „რეალში“ რამდენიმე წყაროს მიაჩნია, რომ ბრაზილიელის მკურნალობას ცხრა თვე დასჭირდება. ასეთ შემთხვევაში, ის მინდორზე აპრილში დაბრუნდება, გუნდის მეკარესთან ტიბო კურტუასთან ერთად.

მილიტაომ მუხლი ლა ლიგას პირველი ტურის მატჩში „ბილბაოს“ წინააღმდეგ დაიზიანა. ბრაზილიელი 50-ე წუთზე შეცვალეს.

ბოლო დღეებში ეს არის „რეალში“ ჯვარედინი მყესების გაწყვეტის მეორე შემთხვევა – 10 აგვისტის ანალოგიური ტრავმა მიიღო ტიბო კურტუამ.