ცნობილი გახდა, სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა ბელგიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ედენ აზარმა.
გაზეთ AS-ის ინფორმაციით, 32 წლის ფეხბურთელის გაფორმებით დაინტერესებულია ბელგიის „უნიონ სენ-ჟილი“. კლუბმა უკვე მიმართა წინადადებით ფეხბურთელს, რომელიც მადრიდის „რეალის“ დატოვების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.
შეგახსენებთ, რომ ესპანური კლუბის დატოვების შემდეგ აზარმა განაცხადა, რომ „დადგა ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ცხოვრებით ტკბობისა და ლუდის წრუპვის დრო“.