ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე საბითუმო ვაჭრობა განახლდა
ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე საბითუმო ვაჭრობა განახლდა

ყოფილი დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ვაჭრობა განახლდა.

კორონავირუსთან დაკავშირებით უსაფრთხოების წესების შესრულებას სავაჭრო ადმინისტრაციის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.

ისინი მოქალაქეებს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

ტერიტორიაზე შემსვლელ მანქანებსა და ე.წ. ურიკებს დეზინფექცია უტარდებათ.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, ჯერჯერობით მხოლოდ საბითუმო ვაჭრობაა დაშვებული.

მოვაჭრეებს რეკომენდაციების შესაბამისად მათთვის განკუთვნილ მაგიდებზე სადეზინფექციო ხსნარი აქვთ, ასევე აღჭურვილები არიან პირბადეებით, ხელთათმანებითა და ხალათებით.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები დღეში სამჯერ ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი დეზერტირების ტერიტორიაზე დილიდან მცირედი ხმაური იყო.

უკმაყოფილება საცალო ბაზრობის მოვაჭრეებმა გამოთქვეს, რომლებსაც ამისთვის განკუთვნილი ტერიტორიის კარი დახურული დახვდათ.

საცალო ბაზრის მოვაჭრეები ადმინისტრაციისგან და ასევე ხელისუფლებისგაბ მოითხოვენ, რომ მათ ვაჭრობის უფლება მიეცეთ.

როგორ ისინი ამბობენ, ყველა რეკომენდაციას მაქსიმალურად დაიცავენ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, რომელიც საცალო ბაზრის მოვაჭრეებს დისტანციისკენ მოუწოდებდა.