ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი - დასკვნითი სიტყვით ყველა შეკითხვას სრულყოფილად გავეცით პასუხი
ჩვენ მიერ წარმოდგენილი დასკვნითი სიტყვით გავეცით სრულყოფილად ყველა შეკითხვას პასუხი, – ამის შესახებ ე.წ ციანიდის საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა.
პროკურორი დარწმუნებულია, რომ სააპელაციო სასამართლო დეკანოზს დამნაშავედ სცნობს ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებაში.
ჩვენ მიერ წარმოდგენილი დასკვნითი სიტყვით გავეცით სრულყოფილად ყველა შეკითხვას პასუხი და სააპელაციო სასამართლო, შესაბამისად, გამოიტანს ერთადერთ კანონიერ გადაწყვეტილებას და დეკანოზს დამნაშავედ სცნობს ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებაში”, – განაცხადა გუბელაძემ.
მისი თქმით, ბრალდების მხარეს არ აქვს მოლოდინი, რომ დაცვის მხარე რაიმე სიახლეს ან არგუმენტირებულს იტყვის დასკვნით სიტყვაში.
“დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატები თავის დასკვნით სიტყვას, თუმცა გულწრფელად რომ გითხრათ, ბრალდების მხარეს არ აქვს მოლოდინი, რომ ისინი რაიმე სიახლეს ან არგუმენტირებულს იტყვიან. მათი პოზიცია და მათი არგუმენტები ჩვენთვის კარგად არის ცნობილი. როგორც მოგეხსენებათ, უსაფუძვლობის გამო მათი არგუმენტაცია პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა”, – განაცხადა გუბელაძემ.
სააპელაციო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის პროცესი მიმდინარეობს. ადვოკატების ინფორმაციით, გიორგი მამალაძე სასამართლოში საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს.