ძმები ხორხელების გოლებით - „სამგურალმა“ ბულგარული კლუბი დაამარცხა #1TVSPORT
ძმები ხორხელების გოლებით - „სამგურალმა“ ბულგარული კლუბი დაამარცხა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ თურქულ შეკრებაზე ბულგარულ კლუბ „მონტანასთან“ ამხანაგური მატჩი გამართა და 4:2 გაიმარჯვა.

ბულგარულ კლუბთან ანტალიაში ჩატარებული შეხვედრის პირველ ტაიმში წყალტუბოელებმა ნიკა ხორხელისა და ნოდარ ლომინაძის გოლებით კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს – 2:0.

ბულგარელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, თუმცა ტაიმის მიწურულს ლუკა ხორხელმა მესამე გოლი გაიტანა და ,სამგურალი“ შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გავიდა – 3:2.

უხვგოლიანი დასაწყისის შემდეგ მეორე ნახევარში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა და ეს კვლავ გიორგი ჭელიძის გაწვრთნილების ანგარიშზეა. „მონტანას“ კარი მეოთხედ მიხეილ ბაშელეიშვილმა აიღო და მატჩი „სამგურალის“ გამარჯვებით დასრულდა – 4️:2️.

„სამგურალის“ სასტარტო შემადგენლობა: შოვნაძე, პატარქალიშვილი, მაისაშვილი, კიკაბიძე, ლ. ხორხელი, ჩიხლაძე, სიმდიანკინი, ლომინაძე, ნ. ხორხელი, ნიქაბაძე, ჯეფინიო.