ძლიერმა წვიმამ თბილისის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა

00:23, 21.07.2026

დედაქალაქის რამდენიმე უბანში წვიმამ პრობლემები შექმნა.

ძლიერი წვიმის შედეგად დიღმის მასივსა და დიდ დიღომში დაიტბორა ქუჩები. ვაზისუბანში წყალი სარდაფებში ჩავიდა.

სხვადასხვა უბანში ქუჩების დატბორვის შედეგად გართულებულია ავტომობილებით გადაადგილება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 ივლისის ღამიდან 21 ივლისის დილამდე თბილისსა და მის შემოგარენში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ლოკალურად ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება.

მსგავსი