სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 ივლისის ღამიდან 21 ივლისის დილამდე თბილისსა და მის შემოგარენში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ლოკალურად ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება
გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს 20 ივლისის ღამიდან 21 ივლისის დილამდე თბილისსა და მის შემოგარენში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს.
კერძოდ, სააგენტოს ცნობით, 20 ივლისის ღამის საათებიდან 21 ივლისის დილამდე დედაქალაქის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ლოკალურად ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, ცალკეულ პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.