ძლიერი ქარის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არცერთი ავიარეისი არ გადადებულა
ძლიერი ქარის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არცერთი ავიარეისი არ გადადებულა

ძლიერი ქარის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არცერთი ავიარეისი არ გადადებულა, – ამის შესახებ პირველ არხს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს.

ძლიერი ქარის გამო, საქართველოში სახანძრო-სამაშველო გამოძახების მოთხოვნით ჯამში 200-მდე ზარი განხორციელდა.

საქართველოს ტერიტორიაზე ძლიერმა ქარმა შენობების სახურავები დააზიანა.

უამინდობის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და რეკომენდაციებს აძლევს, როგორ უნდა მოიქცნენ ძლიერი ქარის დროს, შენობის შიგნით და შენობის გარეთ.