ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი გადაიდო
ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი გადაიდო

ევროპის ძიუდოს კავშირის და ჩეხეთის ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატი, რომელიც 1-3 მაისს უნდა გამართულიყო, 19-21 ივნისისთვის გადაიდო.

თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით კომენტარი ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტმა სერგეი სლოვეიჩკმა გააკეთა: „კორონავირუსმა ჩვენი, ევროპის ძიუდოს კავშირის და მთელი მსოფლიოს დღის წესრიგი სრულად შეცვალა. გვჯერა და გვწამს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი გადაწყვეტილებები და ის ყველასთვის მაქსიმალურად მისაღები იქნება”.