ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის უცნაური გადაწყვეტილება - გურამ თუშიშვილს ლეგენდარულ ტედი რინერთან გამარჯვება გაუუქმეს [ვიდეო] #1TVSPORT

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ძალიან უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. მათ ქართველ ძიუდოისტს, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონს, გურამ თუშიშვილს ლეგენდარულ ტედი რინერთან გამარჯვება არ ჩაუთვალეს.

IJF-ის სამსაჯო კომისიამ გამონაკლისი შემთხვევა დაუშვა და გურამ თუშიშვილს ვაზარი გაუუქმა. გადაწყვეტილება „მებრძოლი თბილისის“ მიერ დაფიქსირებულ საბოლოო შედეგზე არ იქნება ასახული. შეგახსენებთ, რომ გურამ თუშიშვილმა ტედი რინერი გორში, საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალში დაამარცხა. ქართულმა კლუბმა „მებრძოლმა“ კი ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში ჩვენმა ძიუდოისტებმა სერბულ „რედ სტარს“ 3:2 მოუგეს.