ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელის ლაშა გუჯეჯიანის განმარტება თბილისის „გრანდ სლემისთვის“ დასახელებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით #1TVSPORT
ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელის ლაშა გუჯეჯიანის განმარტება თბილისის „გრანდ სლემისთვის“ დასახელებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით #1TVSPORT

2021 წლის 26-28 მარტს თბილისში გასამართ ისტორიულ „გრანდ სლემის“ ტურნირთან დაკავშირებით გულშემატკივართა მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ნაკრების მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა განმარტება გააკეთა:

60 კგ

„წონას დააკლდება მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო, რაც იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ დღემდე ვერ იღებს მონაწილეობას სასწავლო-საწვრთნელ შეკრებებში და საჭიროებს გარკვეული დროით რეაბილიტაციის პროცესს. მწვრთნელებისა და განსაკუთრებით მისი სურვილი იყო მონაწილეობა, თუმცა სამედიცინო რეკომენდაციებისა და მომავალი გართულებების თავიდან აცილების მიზნით ამ ეტაპზე ეს ვერ ხერხდება.

66კგ

„როგორც მოგეხსენებათ სრული შემადგენლობით ვმონაწილეობთ და ყველა ლიდერს ვიხილავთ თბილისის ტატამზე“.

73კგ

„ამ წონით კატეგორიაში ოლიმპიურ ჩემპიონ, ლაშა შავდათუაშვილთან ერთად საქართველოს ნაკრები ასევე სრული შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი.“

81კგ

„ოლიმპიური საგზურისათვის კონკურენციის პრინციპების გათვალისწინებით შეგნებულად, წლის დასაწყისშივე (დოჰას მასტერსის შემდეგ) გადაწყდა, რომ ძირითადი კონკურენტები ლუკა მაისურაძე და ტატო გრიგალაშვილი იასპარეზებდნენ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ტურნირებზე. გრიგალაშვილისთვის განსაზღვრულ იქნა თბილისის გრანდ სლემი, შესაბამისად ლუკა მაისურაძე ამ მიზეზით ტოვებს ამ ტურნირს.“

90კგ

„ამ ეტაპისთვის ყველაზე უფრო საინტერესო კატეგორია, იმის გათვალისწინებით, რომ ოლიმპიური საგზურისათვის შიდა კონკურენცია ჯერ კიდევ გრძელდება.

აქედან გამომდინარე მწვრთნელთა მხრიდან შეგნებულად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ სპორტსმენებს შორის საუკეთესო გამოვლინდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ გასამართ შეჯიბრზე – ყველასთვის და ყველამხრივ ნეიტრალურ ვითარებაში, რამეთუ არ გაჩნდეს თუნდაც მცირეოდენი განცდა კონკურენციის ობიექტურ წარმართვასთან დაკავშირებით.

მათ შორის ერთ-ერთი არგუმენტი ასევე სხვა ქართველი სპორტსმენების მონაწილეობაა, რაც თავის მხრივ შესაძლებელია გამხდარიყო კონკურენციის წინასწარ დაგეგმილი კალაპოტიდან ამოვარდნის მიზეზი“.

100 კგ

„ვარლამ ლიპარტელიანი – მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, ეროვნული ნაკრები გუნდი კაპიტანია.

რასაკვირველია, კარგი იქნებოდა მისი გამოსვლა ქართველი გულშემატკივრის წინაშე, თუმცა გამომდინარე კოვიდ-19-ის რეგულაციებისა, აკრძალულია რა მაყურებელთა დასწრება, რაც ნიშნავს იმას, რომ უშუალოდ საშეჯიბრო დარბაზში ვერ ხერხდება სპორტსმენთა გულშემატკივრობა, თავს უფლება მივეცით გამოგვეყენებინა ეს დრო და მასთან მიმართებაში შეგვედგინა გრძელვადიანი მომზადების გეგმა, მომავალში გასამართ მნიშვნელოვან შეჯიბრებებთან დაკავშირებით“.

+100 კგ

„ქართველთა ოთხეულს დააკლდება მსოფლიოს ჩემპიონი გურამ თუშიშვილი, იმის გათვალისწინებით, რომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ ამ ეტაპისთვის აქცენტი გაგვეკეთებინა ისეთ ფიზიკურ და სპეციფიუკრ ვარჯიშებზე, რაც მომავალში მოგვცემს საშუალებას იგი დაუბრუნდეს მისთვის დამახასიათებელ საუკეთესო საშეჯიბრო ფორმას.“