საქართველოს ძიუდოს ნაკრებს თბილისის გრანდ სლემზე ლიდერები დააკლდებიან #1TVSPORT
საქართველოს ძიუდოს ნაკრებს თბილისის გრანდ სლემზე ლიდერები დააკლდებიან #1TVSPORT

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით თბილისის დიდ სლემზე ის მასპინძელი ქვეყნისთვის განკუთვნილ 28 კაციან კვოტას მაქსიმალურად გამოიყენებს და სპორტის ახალ სასახლეში საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით იჭიდავებს.

ამასთან, უკვე ცნობილია ისიც, რომ გუნდის ლიდერთა ნაწილი საშინაო ტურნირზე არ იასპარეზებს. თბილისში, მსოფლიოსა და ევროპის მესამე პრიზიორი ლუკა მაისურაძე (81), ახალგაზრდებში მსოფლიოს ორგზის და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მასტერსის გამარჯვებული ლაშა ბექაური, ევროპის ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი ბექა ღვინიაშვილი (90), ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი (100), მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (+100). არ იჭიდავებენ.

თბილისში ასევე არ იასპარეზებს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი (60), თუმცა აქ მიზეზი ის რთული ტრავმაა, რომელიც ვარჯიშის დროს მიიღო.

ჭიდაობა ძიუდოში თბილისის „დიდი მუზარადის“ გათამაშებას 26-დან 28 მარტის ჩათვლით თბილისის სპორტის ახალი სასახლე უმასპინძლებს.