ძიუდო | ზირაქიშვილი ზაგრების გრანპრის ნახევარფინალშია, მოდებაძემ რეპეშაჟში გადაინაცვლა #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე გრანპრიზე ძიუდოში თენქო ზირაქაშვილმა (66კგ) ნახევარფინალში გასასვლელად უნგრელი კომბასი დაამარცხა და ფინალში საასპარეზოდ ყაზახ რახმეტკალს შეხვდება.
დღეს გრანპრიზე გამომსვლელი მეორე ქართველი ლუკა მოდებაძე (60 კგ) მეოთხედფინალში ფრანგ ძიუდოისტთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საქართველოს ნაკრები ზაგრებში მხოლოდ სამი ძიუდოისტით გამოვიდა (საბა გრიგალაშვილი, ალექსანდრე რაფავა, ლუკა კაპანაძე), მაგრამ მედლის აღება ვერ მოახერხა.