ძიუდო | ზირაქაშვილი ზაგრების გრანპრიზე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს, მოდებაძე რეპეშაჟში დამარცხდა #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე გრანპრიზე ძიუდოში თენგო ზირაქაშვილმა (66კგ) ნახევარფინალში ყაზახ რახმეტკალისთან დამატებით დროში წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრაზილიის ან ისრაელის წარმომადგენელ სპორტსმენს დაუპირისპირდება.
დღეს გრანპრიზე გამომსვლელი მეორე ქართველი ლუკა მოდებაძე (60 კგ) რეპეშაჟში უკრაინელ ლესიუკთან დამარცხდა და შეჯიბრება უმედლოდ დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საქართველოს ნაკრები ზაგრებში მხოლოდ სამი ძიუდოისტით გამოვიდა (საბა გრიგალაშვილი, ალექსანდრე რაფავა, ლუკა კაპანაძე), მაგრამ მედლის აღება ვერ მოახერხა.