ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის დასკვნით საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად სამი ქართველი – გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ), აკაკი ჯაფარიძე (90 კგ) და უჩა ტაბატაძე (+100 კგ) იბრძოლებს.
წინასწარი შეხვედრები 14:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე გაიმართება.
ტურნირზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მედალია – ზაგრებში პირველ საასპარეზო დღეს თენგიზ ზირაქაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ქართველმა ისრაელელი ერან ფიქსი იპონით დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საქართველოს ნაკრები ზაგრებში მხოლოდ სამი ძიუდოისტით გამოვიდა (საბა გრიგალაშვილი, ალექსანდრე რაფავა, ლუკა კაპანაძე), მაგრამ მედლის აღება ვერ მოახერხა.