ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს გიორგი ტერაშვილი (73 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა კონტინენტის ჩემპიონობისთვის დაპირისპირებაში პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ქართველს, ოთარ კვანტიძეს დამატებით დროში ვაზარით სძლია.
დღეს ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთი ქართველი – ლუკა ბაბუციძე (81 კგ) ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
რეპეჟაშიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი ჰქონდა ეთერ ასკილაშვილს (63 კგ), მაგრამ იგი ფრანგ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს მსოფლიო პირველობაზე თენგო ზირაქაშვილი (66 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ფინალში მან აზერბაიჯანელი აიდინ რზაიევი იპონით დაამარცხა.