ძიუდო | თენგო ზირაქაშვილი ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT
ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში მიმდინარე ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს თენგო ზირაქაშვილი (66კგ) ფინალში იჭიდავებს. ქართველმა ძიუდოისტმა ტურნირის ნახევარფინალში პორტუგალიელი მიგელ გაგო დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა და კონტინენტის ჩემპიონობისთვის დაპირისპირებაში აზერბაიჯანელ აიდინ რზაიევს შეხვდება.
დღეს ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ოთხი ქართველი – ჯულიეტა როდონაია (-48კგ), მარიამ ფოცხვერაშვილი (-48კგ), ნინო ლოლაძე (-57კგ) და თომა გელაშვილი (-60კგ) ასპარეზობდნენ, მაგრამ ვერცერთი მათგანი ფინალურ ბლოკში ვერ გადავიდა.
რეპეჟაშიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი ჰქონდა გელაშვილს, მაგრამ იგი სომეხ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა და შეჯიბრი უმედლოდ დაასრულა.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.