ევრო 2025 | საქართველოს ჯგუფში ნიდერლანდებმა მოლდოვა დაამარცხა #1TVSPORT
ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქეებმა ითამაშეს – ნიდერლანდებმა მოლდოვას უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
ვაალვიიკის „მანდემეიკერსის“ სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში, ნიდერლანდების ნაკრები პროპერმა 43-ე წუთზე დააწინაურა, მასპინძლების უპირატესობა მეორე ნახევარში ბაბადიმ (67) და მანხოფმა (73) გაზარდეს.
რამაზ სვანაძის გუნდმა შესარჩევი ციკლი გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა ახალგაზრდებმა ქუთაისში გიბრალტარი 2:0 დაამარცხეს.
21-წლამდე ნაკრები 12 სექტემბერს, კიშინეუში, მოლდოვის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება. „ზიმბრუს“ სტადიონზე შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | ||
| 1 | ნიდერლანდები | 1 | 1 | 0 | 0 | 3:0 | 3 |
| 2 | ჩრ. მაკედონია | 1 | 1 | 0 | 0 | 1:0 | 3 |
| 3 | საქართველო | 1 | 1 | 0 | 0 | 2:0 | 3 |
| 4 | შვედეთი | 2 | 1 | 0 | 1 | 5:1 | 3 |
| 5 | მოლდოვა | 2 | 1 | 0 | 1 | 3:4 | 3 |
| 6 | გიბრალტარი | 3 | 0 | 0 | 3 | 1:10 | 0 |