ევრო 2025 | საქართველოს ჯგუფში ნიდერლანდებმა მოლდოვა დაამარცხა #1TVSPORT
ევრო 2025 | საქართველოს ჯგუფში ნიდერლანდებმა მოლდოვა დაამარცხა #1TVSPORT

ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქეებმა ითამაშეს – ნიდერლანდებმა მოლდოვას უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

ვაალვიიკის „მანდემეიკერსის“ სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში, ნიდერლანდების ნაკრები პროპერმა 43-ე წუთზე დააწინაურა, მასპინძლების უპირატესობა მეორე ნახევარში ბაბადიმ (67) და მანხოფმა (73) გაზარდეს.

რამაზ სვანაძის გუნდმა შესარჩევი ციკლი გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა ახალგაზრდებმა ქუთაისში გიბრალტარი 2:0 დაამარცხეს.

21-წლამდე ნაკრები 12 სექტემბერს, კიშინეუში, მოლდოვის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება. „ზიმბრუს“ სტადიონზე შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

   
1 ნიდერლანდები 1 1 0 0 3:0 3
2 ჩრ. მაკედონია 1 1 0 0 1:0 3
3 საქართველო 1 1 0 0 2:0 3
4 შვედეთი 2 1 0 1 5:1 3
5 მოლდოვა 2 1 0 1 3:4 3
6 გიბრალტარი 3 0 0 3 1:10 0