ძიუდო | თბილისის გრანდ სლემზე ვარლამ ლიპარტელიანი დიდი სპორტიდან გააცილეს #1TVSPORT
ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი დღეს თბილისის გრანდ სლემზე დიდი სპორტიდან გააცილეს.
გაცილების საზეიმო ღონისძიება ფინალური ბლოკის დაწყებამდე გაიმართა. ლიპარტელიანი არის რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსანი, მსოფლიოს ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებული, მასტერსის, გრანპრისა და გრანდ სლემის ტურნირების მრავალგზის ჩემპიონი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემის დასკვნით დღეს ფინალურ ბლოკში ოთხ ქართველ ძიუდოისტს იასპარეზებს – ტურნირის ფინალში ლაშა ბექაური და გურამ თუშიშვილი იჭიდავებენ, ბრინჯაოს მედლებისთვის კი საბა ინანეიშვილი და მიხეილ ჯაფარიძე იბრძოლებენ.