ძიუდო | ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო პირველობაზე ქართველი ტატო გრიგალაშვილი (73 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა ფინალში პრინციპულ მეტოქეს, ბელგიელ მატიას კასეს დამაჯერებლად, ვაზარით სძლია და პლანეტის საუკეთესო ძიუდოისტის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ტატომ შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც ბელგიელს მოუგო. 2021-ში ბუდაპეშტის მსოფლიო პირველობაზე კი ამავე მეტოქეების დაპირისპირებაში გამარჯვება კასეს დარჩა.
შეგახსენებთ, რომ დოჰაში მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრებს დღემდე მხოლოდ ერთი მედალი ჰქონდა მოპოვებული. შეჯიბრის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ხვალ მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების მოსაპოვებლად ორი ქართველი ძიუდოისტი – ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (ორივე 90კგ) გამოვლენ.