ძიუდო | საქართველოს ნაკრებმა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ზაგრებში, ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს გუნდური შეჯიბრება გაიმართა. საქართველოს ნაკრები ფინალში ფრანგებთან 0:4 დამარცხდა და ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
2023 წელს მონპელიეში ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონი გახდა.
შეგახსენებთ, რომ დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე ინდივიდუალურ ასპარეზობებში საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილი. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ილია სულამანიძე (100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ბრინჯაოს კი – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).
კონტინენტის პირველობაზე ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი გთავაზობდათ.