ძიუდო | საქართველოს ნაკრებმა ანტალიის გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულა #1TVSPORT
თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემი საქართველოს ნაკრებისთვის უმედლოდ დამთავრდა. ტურნირის დასკვნით დღეს ჩვენი გუნდი ხუთი ძიუდოისტით გამოვიდა და ხუთივე ადრეულ ეტაპზე დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
66კგ – თენგო ზირაქაშვილი
81კგ – ზაურ დვალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე
90კგ – ბაქარ ერაშვილი, ლუკა ბაბუციძე
100კგ – მიხეილ ჯაფარიძე
+100კგ – ირაკლი დემეტრაშვილი
70კგ – ნინო გულბანი
+78კგ – სოფიო სომხიშვილი
2023 წელს ანტალიის გარნდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა შვიდკაციანი შემადგენლობით იასპარეზა, თუმცა ტურნირი შარშანაც მედლის გარეშე დაასრულა.