ძიუდო | საქართველოს ნაკრებმა ანტალიის გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულა #1TVSPORT
ძიუდო | საქართველოს ნაკრებმა ანტალიის გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულა #1TVSPORT

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემი საქართველოს ნაკრებისთვის უმედლოდ დამთავრდა. ტურნირის დასკვნით დღეს ჩვენი გუნდი ხუთი ძიუდოისტით გამოვიდა და ხუთივე ადრეულ ეტაპზე დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

66კგ – თენგო ზირაქაშვილი

81კგ – ზაურ დვალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე

​90კგ – ბაქარ ერაშვილი, ლუკა ბაბუციძე

100კგ – მიხეილ ჯაფარიძე

+100კგ – ირაკლი დემეტრაშვილი

70კგ – ნინო გულბანი

+78კგ – სოფიო სომხიშვილი

2023 წელს ანტალიის გარნდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა შვიდკაციანი შემადგენლობით იასპარეზა, თუმცა ტურნირი შარშანაც მედლის გარეშე დაასრულა.