ძიუდო | საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზებს #1TVSPORT
2022 წლის პირველი ტურნირი ძიუდოში პორტუგალიის ქალაქ ალმადაში გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების ცხრა წევრი იასპარეზებს. შეჯიბრება სტარტს 28 იანვარს აიღებს.საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა პორტუგალიაში ახალგაზრდა სპორტსმენების წაყვანა გადაწყვიტა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
-60 კგ: გიორგი სარდალაშვილი
-66 კგ: თენგო ზირაქაშვილი
-73 კგ: გიორგი ტერაშვილი
-81 კგ: დიმიტრი გოჩილაიძე
-90 კგ: იმედა გოგოლაძე; ნიკა ხარაზიშვილი
-100 კგ: გიორგი ბერიაშვილი
+100 კგ: საბა ინანეიშვილი; გიორგი ქავთარაძე