ძიუდო | საქართველოს ნაკრები პარიზის ოლიმპიადაზე 10 სპორტსმენით იასპარეზებს #1TVSPORT
ძიუდო | საქართველოს ნაკრები პარიზის ოლიმპიადაზე 10 სპორტსმენით იასპარეზებს #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისგან დასტური მიიღო. ჩვენი გუნდი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 10 სპორტსმენით იასპარეზებს.

ჩვენი ნაკრები პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მამაკაცთა შორის სრული შემადგენლობით გამოვა, ქალს ძიუდოისტებს კი სამ წონით კატეგორიაში ვიხილავთ.

ასევე, საქართველოს ისტორიაში პირველად, ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ქალთა და მამაკაცთა შერეული ნაკრებიც იასპარეზებს.

საქართველოს ძიუდოისტთა ოლიმპიური ნაკრები გუნდის შემადგენლობა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე:

1. გიორგი სარდალაშვილი (-60კგ.)

2. ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ.)

3. ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ.)

4. ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ.)

5. ლაშა ბექაური (-90 კგ.)

6. ილია სულამანიძე (-100 კგ.)

7. გურამ თუშიშვილი (+100 კგ.)

8. ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ).

9. ეთერ ასკილაშვილი (-63 კგ.)

10. სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.)