ძიუდო | საფრანგეთის სახელით გამომსვლელმა ლუკა მხეიძემ პარიზის გრანდ სლემი მოიგო #1TVSPORT
პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა, ლუკა მხეიძემ (60 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა მხეიძემ ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში სამხრეთ კორეელი ჰარიმ ლი „შიდოების“ უპირატესობით დაამარცხა.
დღეს გრანდ სლემზე ასევე შედგა იაპონური ფინალი მამაკაცებს შორის 66 კგ-ში, ტაკეოკამ მარუიამას დამატებით დროში ვაზარით მოუგო.
პრესტიჟულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებიდან დღეს გიორგი სარდალაშვილი (-60) და თენგიზ ზირაქაშვილი (-66) ასპარეზობდნენ. ორივე მათგანმა ტურნირი ადრეულ ეტაპზე დაასრულა.
ხვალ, 3 თებერვალს, პარიზის გრანდ სლემის მეორე დღეს მედლების მოსაპოვებლად გიორგი ჩიხელიძე (73კგ), დიმიტრი გოჩილაიძე და ვლადიმერ ახალკაცი (ორივე 81 კგ) იბრძოლებენ.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს პარიზში საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა – ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლუკა მაისურაძე (90 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.