ტოკიო 2020 | საფრანგეთის პრეზიდენტი ლუკა მხეიძეს მედალს ულოცავს – ქვეყანა, რომელიც აირჩიე, შენით ამაყობს #1TVSPORT
ძიუდოისტმა ლუკა მხეიძემ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საფრანგეთს პირველი მედალი (ბრინჯაო) მოუტანა.
მხეიძემ 60 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში სამხრეთკორეელი ჯინ ვონ კიმი იპონით დაამარცხა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ლუკა მხეიძის წარმატებას ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა:
„ოლიმპიური თამაშები დიდებულ ადამიანურ ისტორიებს ქმნის. საქართველოში დაბადებულმა ლუკა მხეიძემ, რომელიც 2015 წელს საფრანგეთის მოქალაქე გახდა, ჩვენს ქვეყანას ტოკიოში პირველი მედალი მოუტანა. ქვეყანა, რომელიც მან აირჩია, მისით ამაყობს“, – წერს ემანუელ მაკრონი.
Les Jeux olympiques, ce sont de formidables histoires humaines. Né en Géorgie, naturalisé Français en 2015, Luka Mkheidze vient d'obtenir la première médaille française à Tokyo. Fierté partagée par la Nation qu’il a choisie ! https://t.co/qUh6LdU3kW
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) July 24, 2021