ტოკიო 2020 | ლუკა მხეიძეს მედალი ლეგენდარულმა ტედი რინერმა მიულოცა #1TVSPORT
ტოკიო 2020 | ლუკა მხეიძეს მედალი ლეგენდარულმა ტედი რინერმა მიულოცა #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 60კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მხეიძეს, რომელიც დღეს ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, წარმატება ტვიტერის საკუთარ გვერდზე ტედი რინერმა მიულოცა.

„ბრავო, ლუკა!“, – დაწერა ლეგენდარულმა ფრანგმა ძიუდოისტმა.

რამდენიმე საათით ადრე, ლუკას გამარჯვება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც მიულოცა:

„ოლიმპიური თამაშები დიდებულ ადამიანურ ისტორიებს ქმნის. საქართველოში დაბადებულმა ლუკა მხეიძემ, რომელიც 2015 წელს საფრანგეთის მოქალაქე გახდა, ჩვენს ქვეყანას ტოკიოში პირველი მედალი მოუტანა. ქვეყანა, რომელიც მან აირჩია, მისით ამაყობს“.