ძიუდო | პორტუგალიის გრან პრიზე სულამანიძემ - პირველი, ბაზიერიშვილმა და ინანეიშვილმა მეორე გამარჯვებები მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პორტუგალიის გრან პრიზე ასპარეზობას განაგრძობს. დღეს ტურნირზე მედლების მოსაპოვებლად ექვსი ქართველი უკვე გამოვიდა. წარმატებულად ილია სულამანიძე, ერეკლე ბაზიერიშვილი (ორივე – 100 კგ) და მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი ჭიდაობენ. ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი (ორივე 90 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100კგ) ტურნირს პირველივე წრეში გამოთიშნენ.

სულამანიძემ ტურნირზე პირველი შეხვედრა ჩაატარა, პორტუგალიელ ბრიტესს მარტივად სძლია და მერვედფინალში გავიდა.

იმავე ეტაპზე იჭიდავებს ერეკლე ბაზიერიშვილიც, რომელმაც მეორე დაპირისპირებაში ფრანგ ალექსანდერ იდირს მოუგო. მესამე ქართველმა – მძიმეწომოსანმა საბა ინანეიშვილმა სერბი დრაგიჩი დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი ტურნირზე ჯერჯერობით უმედლოდაა.

პორტუგალიის გრან პრიზე წინასწარი შეხვედრები მიმდინარეობს, ფინალური ბლოკი კი 21:00-ზე დაიწყება.