ძიუდო | პორტუგალიის გრან პრიზე დღეს სოფიო სომხიშვილი იჭიდავებს #1TVSPORT
პორტუგალიის ქალაქ ოდიველასში მიმდინარე ძიუდოს გრან პრის ბოლო საშეჯიბრო დღეს ერთი ქართველი – მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი იჭიდავებს. მისი პირველი მეტოქე დომინიკელთა რესპუბლიკის წარმომადგენელი მოირა მორილოა. გამარჯვების შემთხვევაში სომხიშვილი მერვედფინალში გავა, სადაც მისი მეტოქე სენეგალელი საგნა ან პოლონელი ვოლჟაკი იქნება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურნირზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა 20 წლის ეთერ ასკილაშვილს. ქართველმა გრან პრიზე სამი შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ბრიტანელ რენშალთან დამარცხდა, ხოლო შემდეგ ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვისაც დათმო ორთაბრძოლა ისრაელის წარმომადგენელთან, ინბალ შემეშთან.
2023 წელს ოდიველასში საქართველოს კაცთა ნაკრებმა ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა – ტურნირის გამარჯვებული ილია სულამანიძე (100 კგ) გახდა, ხოლო საბა ინანეიშვილი (+100 კგ.) ვერცხლის მედალს დასჯერდა.