ძიუდო | პარიზის ოლიმპიადაზე დღეს თუშიშვილი და სომხიშვილი გამოვლენ #1TVSPORT
ძიუდოს ტურნირზე დღეს ინდივიდუალური ასპარეზობების ბოლო დღეა, ტატამიზე მძიმეწონოსნები – სოფიო სომხიშვილი და გურამ თუშიშვილი გავლენ.
გურამის პირველი მეტოქე მერვედფინალში სენეგალელ მბაგნიკ ნდიაიეს და გვინეა-ბისაუელ ბუბაკარ მანეს შორის გამარჯვებული იქნება.
თუშიშვილის წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში მეოთხედფინალში იგი, დიდი ალბათობით, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ტედი რინერს შეხვდება.
სოფიო სომხიშვილი პირველ რაუნდში გერმანელ რენე ლილითთან იჭიდავებს. გამარჯვების შემთხვევაში კი სოფიო მასპინძელ რომენ დიკოს დაუპირისპირდება. ქართველ ძიუდოისტს ძალიან რთული ბადე აქვთ.
წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ექვსი დღის შემდეგ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს.