ძიუდო | ოთხი ოქროს მედალი ვეტერანთა მსოფლიო პირველობაზე #1TVSPORT
ძიუდო | ოთხი ოქროს მედალი ვეტერანთა მსოფლიო პირველობაზე #1TVSPORT

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ ლევან ჩუბინიძე, სანდრო იაკობაშვილი, ზაზა დავაძე და ზვიად წიკლაური. ვერცხლის მედალს ვასილი ბერუაშვილი დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედლების მფლობელები ივანე ქურასბედიანი, გეგი თამლიანი, გივი ნადარეიშვილი და ირაკლი ახრახაძე გახდნენ.